ამაღამ "ოცნება" ავიწროებს და თავს ესხმის საკუთარ მოქალაქეებს, მათ იმედებსა და იდეალებს - ბრაჟე

30.11.24 01:49
ამაღამ "ოცნება" ავიწროებს და თავს ესხმის საკუთარ მოქალაქეებს, მათ იმედებსა და იდეალებს - ბრაჟე

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს პლატფორმა X-ზე ეხმაურება.

ბაიბა ბრაჟე სოციალურ ქსელში წერს, რომ "ქართული ოცნება" საკუთარ მოქალაქეებს, მათ იმედებსა და იდეალებს თავს ესხმის.

გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა. ამაღამ ხელისუფლება ავიწროებს და თავს ესხმის საკუთარ მოქალაქეებს, მათ იმედებსა და იდეალებს. ერთ-ერთი სწორედ ევროკავშირი გაწევრიანების ოცნებაა". - წერს ბრაჟე.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირი ცრემლსადენი გაზის ალშია გახვეულია. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, აქციაზე სულ მცირე 6 პირია დაკავებული.  

მსგავსი სიახლეები