"მიუხედავად ძალმომრეობისა, ქვეყანაში გაყალბებული არჩევნების შემდეგ ახალი არჩევნები იქნება" - პრეზიდენტი

30.11.24 01:55
"მიუხედავად ძალმომრეობისა, ქვეყანაში გაყალბებული არჩევნების შემდეგ ახალი არჩევნები იქნება" - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ არაპროპორციულ ძალას კატეგორიულად გმობს. 

ქვეყნის მთავარსარდალი სოციალურ ქსელში წერს, რომ "მიუხედავად ძალმომრეობისა, ქვეყანაში გაყალბებული არჩევნების შემდეგ ახალი არჩევნები იქნება"

ყოვლად მიუღებელია ის, რაც ახლა რუსთაველის გამზირზე ხდება. მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა, დევნა, დაკავება, დაკავებულების მიმართ სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორება, მედიაზე მიზანმიმართული თავდასხმები.  ამ ძალმომრეობის მიუხედავად, ქვეყანაში გაყალბებული არჩევნების შემდეგ, იქნება ახალი არჩევნები!", - წერს პრეზიდენტი. 

ამ წუთებში რუსთაველის გამზირი ცრემლსადენი გაზის ალშია გახვეულია. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, აქციაზე სულ მცირე 6 პირია დაკავებული.   

მსგავსი სიახლეები