ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია - ისროდნენ გაზის კაფსულებს, დააკავეს დემონსტრანტები

30.11.24 03:01
ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია - ისროდნენ გაზის კაფსულებს, დააკავეს დემონსტრანტები

რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია - სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა. 

დემონსტრანტების მისამართით ისროდნენ გაზის კაფსულებსაც, წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია ათზე მეტი ადამიანი. 

მხუთავი აირი, წყლის ჭავლი - სპეცდანიშნულების რაზმი რადიკალური ზომებით ცდილობს აქციის დაშლას, თუმცა მომიტინგეები დაშლას არ აპირებენ. 

"პირველების" კორესპოიდენტი ადგილიდან ჰყვება, რომ წყლის ჭავლს სპეცრაზმი დამიზნებით ესვრის მშვიდობიან დემონსტრანტებს. 
 

 

მსგავსი სიახლეები