საია: 29-30 ნოემბერს 60-ზე მეტი დაკავებულის შესახებ შემოვიდა ინფორმაცია

30.11.24 03:10
საია: 29-30 ნოემბერს 60-ზე მეტი დაკავებულის შესახებ შემოვიდა ინფორმაცია

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ინფორმაციით,  29-30 ნოემბერს აქციაზე 60-ზე მეტი დაკავებულის შესახებ შემოვიდა ინფორმაცია არასამთავრობოების ცხელ ხაზზე.

ყოველწუთიერად შემოდის ინფორმაცია დაკავებულების შესახებ ცხელ ხაზზე.

29-30 ნოემბერს 60-ზე მეტი დაკავებულის შესახებ შემოვიდა ინფორმაცია.

ადვოკატები ცდილობენ მათი ადგილსამყოფელის დაზუსტებას. ხშირად ეს მყისიერად ვერ ხდება და სჭირდება გარკვეული დრო მათ მოძებნას.

დაკავებულების მეგობრებო და ოჯახის წევრებო - შეგვატყობინეთ დაკავებულების შესახებ. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მათ სწრაფად შეხვდეს ადვოკატი. არავინ დარჩება ადვოკატის გარეშე.

ამ ნომერზე დაგვირეკეთ - 577070563"- წერს საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში. 

მსგავსი სიახლეები