უნდა დავაწესოთ სანქციები არალეგიტიმურ რუს მარიონეტებზე, მათ შორის ივანიშვილზე - უილსონი

30.11.24 05:13
უნდა დავაწესოთ სანქციები არალეგიტიმურ რუს მარიონეტებზე, მათ შორის ივანიშვილზე - უილსონი

საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდის წევრი, ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე მეორე საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

განცხადების 13 ხელმომწერი "არალეგიტიმურ რუს მარიონეტებზე, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილსა და მისი გარემოცვის წევრებზე", სანქციების დაწესებას ითხოვს.

ჩვენ უნდა დავაწესოთ სანქციები არალეგიტიმურ რუს მარიონეტებზე, რომლებიც თავს ესხმიან ქართველ ხალხს და უარყოფენ მათ სუვერენიტეტს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილსა და მისი გარემოცვის წევრებზე. მოხარული ვარ, რომ ამას მოვუწოდებდი 2020 წლის RSC ანგარიშში", - წერს უილსონი.

აღსანიშნავია, რომ ჯო უილსონი ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარედ განიხილება.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც ტრამპის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ჯო უილსონი აწერს ხელს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ "მიმდინარე კვირის განმავლობაში "ქართულმა ოცნება" ახალი მთავრობა ოპოზიციის სრული ბოიკოტის ფონზე, პრეზიდენტის თანხმობის გარეშე დაამტკიცა, შესაბამისად დეფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია".

მსგავსი სიახლეები