აქციის მონაწილეებმა ბესიკის ქუჩა ავტომობილით ჩახერგეს

30.11.24 05:53
აქციის მონაწილეებმა ბესიკის ქუჩა ავტომობილით ჩახერგეს

ცნობილი ხდება, რომ აქციის მონაწილეებმა ბესიკის ქუჩა ავტომობილით ჩახერგეს - არსებობს ინფორმაცია, რომ სწორედ ამ ქუჩის დასაწყისში არიან მობილიზებულები ე.წ. რობოკოპები. 

რაც შეეხება რუსთაველის გამზირს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ბოლო რამდენიმე სააათია, გადაკეტილია. საქართველოს მოქალაქეები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ივანიშვილი ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების საკითხს აჩერებს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 29-30 ნოემბერს სპეციალურ ცხელ ხაზზე 60-ზე მეტი დაკავებულის შესახებ შევიდა ინფორმაცია.

28-29 ნოემბერს საპროტესტო აქციებზე გომელაურის უწყებამ 43 მომიტინგე დააკავა. ბოლო ორი ღამეა, გდდ-ის სამიზნე მედიის წარმომადგენლები არიან. 

 

მსგავსი სიახლეები