29 ნოემბრის სისხლიანი ღამე - ივანიშვილის მთავრობამ ქართველი ხალხი რუსული ომონის მეთოდებით დაარბია
29 ნოემბრის სისხლიანი ღამე - ივანიშვილის მთავრობამ ქართველი ხალხი რუსული ომონის მეთოდებით დაარბია. ზუსტად ისე, როგორც ამას დიქტატორი პუტინი აკეთებს. დადგენილია: მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებულია არაპროპორციული ძალა.
ხალხს უსწორდებოდნენ წყლის ჭავლით და მასთან ერთად მომაწამვლელი ნივითიერებით, წიწაკის სპრეით, რეზინის ტყვიებით და გაზის კაფსულებით.
ხელკეტებით შეიარაღებული მოძალადეთა რაზმი უმოწყალოდ იმეტებდა ნებისმიერს, ვისაც მიზანში ამოიღებდა. მსხვერპლის შერჩევა წინასწარ ხდებოდა. ძირითადად ხელში იგდებდნენ მათ, ვინც ხალხის მასისგან მოშორებით იდგა.
ერთ კაცს ათზე მეტი ნიღბიანი წრეში ათრევდა, მიწაზე დაგდებულს უმოწყალოდ სცემდა და შემდეგ აკავებდა. ირაკლი კობახიძე ნანახით კმაყოფილია. არალეგიტიმური პრემიერი ვახტანგ გომელაურს მადლობას უხდის