ნუ შეგეშინდებათ ბრძოლის! - ქართველი ხალხის თავგანწირვამ თავისუფლებისთვის ბრძოლაში მსოფლიო აალაპარაკა

30.11.24 06:15
ნუ შეგეშინდებათ ბრძოლის! - ქართველი ხალხის თავგანწირვამ თავისუფლებისთვის ბრძოლაში მსოფლიო აალაპარაკა

ქართველი ხალხის თავგანწირვამ თავისუფლებისთვის ბრძოლაში მსოფლიო აალაპარაკა - ევროპარლამენტარები ერთმანეთის მიყოლებით ეხმაურებიან 28 ნოემბრის მძიმე ღამეს. 

"ნუ შეგეშინდებათ ბრძოლის!" -  ეს არის საქართველოს ევროპელი  მეგობრების გზავნილი. ქუჩაში გამოსულ ხალხს გმირებად მოიხსენიებენ, ივანიშვილის გუნდს კი არალეგიტიმურ მთავრობად, რომლის ბოლო გადაწყვეტილებამ ივანიშვილის გუნდის ზრახვები საბოლოოდ გააშიშვლა. 

იზოლაციაში მოქცეული თვითაღიარებული ხელისუფლება კი დიპლომატიურ კორპუსს ემუქრება. პარტნიორებთან კავშირების გაწყვეტის შემდეგ დღის წესრიგში საქართველოში აკრედიტებული ევროპელი ელჩების განეიტრალებაა. მთავარი სამიზნე პაველ ჰერჩინსკია, რომლის მიწაზევე განცხადებამაც თვითგამოცხადებული პრემიერი წყობიდან გამოიყვანა.  ევროკავშირის წარმომადგენელს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და მკაცრ რეაგირებას უანონსებს.

მსგავსი სიახლეები