სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს მეტროსადგურებსა და რუსთაველის თეატრში ეძებენ - ადგილი აქვს დაპირისპირებას
სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები, რუსთაველის გამზირის გაწმენდის შემდეგ, მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ქუჩა-ქუჩა დაეძებს. გდდ-ის თანამშრომლების მობილიზება მოხდა რუსთაველის თეატრშიც. ერთ-ერთი ვერსიით, შს თანამშრომლებს აქვთ ინფორმაცია, რომ ნაცემი ახალგაზრდები სწორედ თეატრის შენობას აფარებენ თავს.
ნიღბიანების შეჩერება მოქალაქემ სცადა, თუმცა უშედეგოდ.
ნიღბიანები არიან მეტროსადგურ "რუსთაველის" ტერიტორიაზე. მოქალაქეები ამბობენ, რომ მას სპეცრაზმის თანამშრომლებმა დაზიანებები მიაყენეს.
რაც შეეხება რუსთაველის გამზირს -საპოლიციო ძალებმა ტერიტორია მომიტინგეებისგან სრულად გაათავისუფლეს.
"პირველების" კორესპოდენტის ცნობით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას “თბილსერვისის” თანამშრომლები ტერიტორიას ასუფთავებენ.
ტერიტორიიდან გაყვანილია წყლის ჭავლის მანქანები, სპეცაღჭურვილობა და სპეცდანიშნულების რაზმები.
მშვიდობიანი აქცია გამთენიისას დაარბიეს - ე.წ. რობოკოპები ბესიკის ქუჩიდან, მეტრო - "რუსთაველიდან" და "თავისუფლების მოედნიდან" ერთდროულად დაიძრნენ და მომიტინგეები ალყაში მოაქციეს.