პრეზიდენტი: გაიღვიძე ევროპა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აქციების დარბევის დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება, მომიტინგეების ცემას და დარბევას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ევროპას მოუწოდებს "გაიღვიძონ".
"ის რასაც ეს რუსი მარიონეტები მიზანმიმართულად და დაუნდობლად ანადგურებენ, თბილისის ქუჩებში, ევროპა და ევროპული იდეალებია. გაიღვიძე ევროპა," - წერს პრეზიდენტი.
30 ნოემბრის დილა, 06:15 საათი - გამთენიისას სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები მოქმედებაზე გადავიდნენ - "ხარებას", ზვიად ხარაზიშვილის რაზმის წარმომადგენლები ბესიკის ქუჩიდან, მეტრო - "რუსთაველიდან" და თავისუფლების მოედნიდან ერთდროულად დაიძრნენ, მომიტინგეები ალყაში მოაქციეს და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.
ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ნიღბიანებმა რამდენიმე მოქალაქე ძალის გამოყენებით დააკავეს, არიან დაშავებულები.
მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირი გაწმინდეს, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა მოქალაქეებზე ნადირობა უკვე ყველა ჩიხში და გადასასვლელში დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა.
შსს-ს ცნობით, გომელაურის რაზმის თანამშრომლებმა სულ 107 მომიტინგე დააკავეს.