''საქართველოში რეჟიმი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომს აწარმოებს''- როთი
საქართველოში რეჟიმი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომს აწარმოებს, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოში რეჟიმი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომს აწარმოებს, მაგრამ თავისუფლება გაიმარჯვებს და ევროპამ საბოლოოდ უნდა გაიღვიძოს. ჩვენ თავდადებული ევროპელების გვერდით უნდა დავდგეთ. საქართველოში ჩვენი საერთო ღირებულებები საფრთხის ქვეშაა“, - წერს მიხაილ როთი.
30 ნოემბრის დილა, 06:15 საათი - გამთენიისას სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები მოქმედებაზე გადავიდნენ - "ხარებას", ზვიად ხარაზიშვილის რაზმის წარმომადგენლები ბესიკის ქუჩიდან, მეტრო - "რუსთაველიდან" და თავისუფლების მოედნიდან ერთდროულად დაიძრნენ, მომიტინგეები ალყაში მოაქციეს და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.
ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ნიღბიანებმა რამდენიმე მოქალაქე ძალის გამოყენებით დააკავეს, არიან დაშავებულები.
მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირი გაწმინდეს, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა მოქალაქეებზე ნადირობა უკვე ყველა ჩიხში და გადასასვლელში დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა.
შსს-ს ცნობით, გომელაურის რაზმის თანამშრომლებმა სულ 107 მომიტინგე დააკავეს.