რუსთაველის გამზირზე შსს-ს წარმომადგენლები დამატებით კამერებს ამონტაჟებენ
რუსთაველის გამზირზე შსს-ს წარმომადგენლები დამატებით კამერებს ამონტაჟებენ - გომელაურის უწყების წევრები დედაქალაქის მთავარ გამზირზე რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდნენ.
დილიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ განსაკუთრებული მობილიზებაა. ადგილზე ექსპერტთან რამდენიმე ჯგუფი მუშაობს, იღებენ ნიმუშებს. სავარაუდოდ, გროვდება მტკიცებულებები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. რუსთაველზე იმყოფება საექსპერტო კრიმინალური სამსახურის ხელმძღვანელი თენგიზ სისაური, რომელიც პირადად ხელმძღვანელობს ღონისძიებას.
30 ნოემბრის დილა, 06:15 საათი - გამთენიისას სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები მოქმედებაზე გადავიდნენ - "ხარებას", ზვიად ხარაზიშვილის რაზმის წარმომადგენლები ბესიკის ქუჩიდან, მეტრო - "რუსთაველიდან" და თავისუფლების მოედნიდან ერთდროულად დაიძრნენ, მომიტინგეები ალყაში მოაქციეს და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.
ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ნიღბიანებმა რამდენიმე მოქალაქე ძალის გამოყენებით დააკავეს, არიან დაშავებულები.
მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირი გაწმინდეს, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა მოქალაქეებზე ნადირობა უკვე ყველა ჩიხში და გადასასვლელში დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა.
შსს-ს ცნობით, გომელაურის რაზმის თანამშრომლებმა სულ 107 მომიტინგე დააკავეს.