საქართველოში პროტესტია - ხალხი ისევ ქუჩაში დგას
რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია - გაბრაზებული მოქალაქეები უკვე რამდენიმე დღეა ხელისუფლების ანტიდასავლურ და პრორუსულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი დაიკავეს, რის გამოც რუსთაველის გამზირზე გზა გადაიკეტა.
მომიტინგეები პარლამენტის შენობასთან განთავსებულ რკინის ჯებირებზე აბრახუნებენ, რითაც პროტესტს გამოხატავენ.
დედაქალაქში საპროტესტო აქცია რამდენიმე ლოკაციაზეა დაგეგმილი, მათ შორის, „საქართველოს პირველ არხთან“ ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
მოქალაქეები ასევე შეკრებილები არიან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთანაც.
თბილისის გარდა, საპროტესტო აქციები ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და თელავში იმართება - დაგეგმილია აქცია ყვარელსა და გურჯაანში.