"ესტონეთი ქართველი ხალხისადმი მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებს" - ალან კარისი სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა
ესტონეთის პრეზიდენტსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა - ალან კარისმა სალომე ზურაბიშვილს გამძლეობა უსურვა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი ესტონეთის ურყევი მხარდაჭერა კვლავ დაადასტურა.
ესტონეთი ქართველი ხალხისადმი და მათი მისწრაფებებისადმი, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას. მე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სატელეფონო საუბრის დროს გამძლეობა ვუსურვე", - წერს ესტონეთის პრეზიდენტი.
ამ წუთებში საქართველოში პროტესტია. მოქალაქეები თბილსსა და ბათუმში "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს აპროტესტებენ. საქართველოში პროტესტმა მას შემდეგ იფეთქა, რაც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია ევროკავშირთან მოლაპარაკებებს აჩერებდა.