პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმის განსაკუთრებული მობილიზებაა- გამოიყვანეს წყლის ჭავლის მანქანებიც
პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩებზე სპეცდანიშნულების რაზმის განსაკუთრებული მობილიზებაა - შსს-ს სხვადასხვა დანაყოფთან ერთად ადგილზე, რუსთაველის გამზირის მიმდებარე პერიმეტრზე დგას სპეციალური ტექნიკაც, მათ შორის წყლის ჭავლის მანქანები.
პერიმეტრი დაზვერა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეფმა, ზვიად ხარაზიშვილმა, იგივე "ხარებამ".