"მმართველ პარტიას ხალხისგან მანდატი არ მიუღია, რომ ქართველთა უმრავლესობის მისწრაფება შეაჩეროს" - ესტონეთის პრეზიდენტი

30.11.24 21:28
"მმართველ პარტიას ხალხისგან მანდატი არ მიუღია, რომ ქართველთა უმრავლესობის მისწრაფება შეაჩეროს" - ესტონეთის პრეზიდენტი

"მმართველ პარტიას ხალხისგან მანდატი არ მიუღია, რომ ქართველთა უმრავლესობის მისწრაფება შეაჩეროს" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ესტონეთის პრეზიდენტი, ალან კარისი წერს

ევროპელი ლიდერი საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებსაც ეხმაურება და გომელაურის უწყების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას გმობს.

მმართველ პარტიას ხალხისგან მანდატი არ მიუღია, რომ ქართველთა უმრავლესობის მისწრაფება შეაჩეროს. ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის დიდი ხნის მიზანი იყო. 

ქართველი ხალხის ხმა უნდა ისმოდეს. ყველას აქვს უფლება მშვიდობიანი პროტესტის. მკაცრად ვგმობთ ძალის გამოყენებას დემონსტრანტების წინააღმდეგ", - წერს ესტონეთის პრეზიდენტი. 

ამ წუთებში საქართველოში პროტესტია. მოქალაქეები თბილსსა და ბათუმში "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს აპროტესტებენ. საქართველოში პროტესტმა მას შემდეგ იფეთქა, რაც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია ევროკავშირთან მოლაპარაკებებს აჩერებდა.   

მსგავსი სიახლეები