"ლეიბორისტულ პარტიას" არათუ ბილბორდების, არამედ გადაადგილების საშუალებაც არ აქვს - გუგავა

31.08.21 15:30
"ლეიბორისტულ პარტიას" არათუ ბილბორდების, არამედ  გადაადგილების საშუალებაც არ აქვს - გუგავა

"ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გუგავას, მოსაზრებით, ქვეყანაში არსებული კოვიდპანდემიის ფონზე საარჩევნო კამპანიაში დიდი თანხის დახარჯვა დანაშაულია. გუგავას თქმით, მმართველი გუნდისგან განსხვავებით, "ლეიბორისტულ პარტიას" ფინანსური საშუალება არც აქვს, საარჩევნო ბილბორდები დაამზადოს. 

მაშინ, როცა ქვეყანაში კოვიდპანდემია მძვინვარებს და ხალხი უკიდურეს მდგომარეობაში იმყოფება, გაღატაკებულია, გაშიმშილებულია, ტრასპორტი შეზღუდულია, ამ დროს მმართველი პარტია მილიონობით ლარს ხარჯავს ბილბორდებში, სარეკლამო რგოლებში და მას ეძახის საარჩევნო კამპანიას, ეს საარჩევნო კამპანია კი არა, დანაშაულია, რომელიც იწვევს მსხვერპლს. 

"ლეიბორისტულ პარტიას" კონკრეტულად არ აქვს იმის საშუალება, რადგანაც ის ხელისუფლებამ დასაჯა, წაართვა ყველა პრივილეგია, არათუ ბილბორდის, არამედ გადაადგილების საშუალებაც არ აქვს პარტიას", - ამბობს გიორგი გუგავა. 

ცნობისთვის, "ქართული ოცნების"  საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა. ოპოზიცია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ოპონენტები წინასაარჩევნო კამპანიისთვის არ იყენებენ ბილბორდებსა და საარჩევნო რეკლამებს.