"ოცნებამ" პარლამენტის შენობა ჩააბნელა

30.11.24 22:12
"ოცნებამ" პარლამენტის შენობა ჩააბნელა

დედაქალაქის მთავარ გამზირზე, რუსთაველზე პროტესტი გრძელდება. გაბრაზებული მოქალაქეები "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებას აჩერებს. 

როგორც რუთვსლელის გამზირიდან მიღებული კადრებიდან ჩანს, საკანონმდებლო ორგანო ჩააბნელეს. 

რამდენიმე წუთის წინ, თავისუფლების მოედანსა და პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე საპოლიციო ძალები განლაგდნენ. ადგილზეა მობილიზებული წყლის ჭავლის მანქანებიც.

მსგავსი სიახლეები