გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი თანამდებობას ტოვებს

30.11.24 22:47
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი  თანამდებობას ტოვებს

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი  თანამდებობას ტოვებს. "პირველები" სხვადასხვა წყაროებში გავრცელებულ ცნობებს ამ წუთებში არკვევს. 

მანამდე კი "ტვ პირველმა" საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ჩაწერა. ყოფილი დიპლომატი ამბობს, რომ ინფორმაციას არ ფლობს თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ არ გაუკვირდება თუ ზალკალიანი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს. 

ბატონი დავითი ჩემი ყოფილი მინისტრია და რა თქმა უნდა პირადი ნაცნობობა მაკავშირებს. ახლა, შემთხვევით, საუბარში გავიგე, რომ ბატონი დავით ზალკალიანი გადადგაო. მე წარმომიდგენია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი რომელიც ერთხელ უკვე გადადგა, რადგან მიიჩნია, რომ ევროინტეგრაციას საფრთხე ემუქრებოდა, არ გამიკვირდება, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეეფერებოდეს. ვფიქრობ, უწყებაში კიდევ არის რამდენიმე ელჩი, რომელიც ჩემი აზრით ძალიან მძიმედ უნდა განიცდიდეს იმ ვითარებას რაც არის"- ამბობს ყოფილი ელჩი. 

მსგავსი სიახლეები