ქართველი ხალხის მიერ კანდიდატის სტატუს მოპოვების შემდეგ, მმართველმა პარტიამ რუსეთისკენ სვლა დააჩქარა - პრეზიდენტი
"ქართული ოცნების" მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France 24-ს ინტერვიუ მისცა.
საერთაშორისო მედიასთან საუბრის დროს ქვეყნის მთავარსარდალმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ქართველი ხალხის დამსახურებით საქართველომ კანდიდატის სტატუსი მოიპოვა, ივანიშვილის გუნდი ევროპული გზიდან მოტრიალდა და რუსეთისკენ სვლა დააჩქარა.
მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსი მოვიპოვეთ - არა მათი დამსახურებით, არამედ ქუჩაში ქართული პროტესტის გამო, მმართველმა პარტიამ მხოლოდ დააჩქარა თავისი გადაწყვეტილებები და ზომები, რომლებიც რუსეთისკენ მიდის. რუსული კანონი ხელახლა იქნა წარდგენილი და კიდევ რამდენიმე სხვა კანონი, რომლებიც ყველა ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს
ასე რომ, მათი გზაა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისგან ჩამოშორება, რომლებიც შესაძლოა, გახსნილიყო. ეს განზრახული გზაა და უბრალოდ ამ გზის შედეგია იმის თქმა, რომ 2028 წლამდე ან როდემდე გადავდებთ. არავის სჯერა, რომ რამე გადადებაა ან რამე იდეაა გადადებაში, ყველამ იცის, რომ ეს უბრალოდ მიტრიალებაა.
ვინც ამას ძალიან მკაფიოდ ხედავენ, არის ბატონი პუტინი და ბატონი დუგინი, რომლებმაც მიულოცეს „ქართულ ოცნებას“ ევროპული გზიდან მიტრიალება,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში.