რუსებისთვის გვიმეტებთ, ბიძინა გარეწარს იცავთ? - ხურვალეთოდან ჩამოსული ქალი პოლიციას
რუსებისთვის გვიმეტებთ, ბიძინა გარეწარს იცავთ?! - ასე მიმართა ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლის ხელმძღვანელმა რუსთაველის გამზირზე გამაგრებულ საპოლიციო ძალებს.
ლუდა სალია ამბობს, რომ სახლში ვერ გაჩერდა იმ მძიმე კადრების ნახვის შემდეგ, რომელიც ჟურნალისტებისა და მოქალაქეების უმოწყალო ძალადობას ასახავდა.
მე ამ ბიჭების არ მეშინია, სინი ჩვენს გვერდით უნდა იდგნენ და ჩვენი საქართველო უნდა დავიცვათ და არა ბიძინა ივანიშვილი. ხურვალეთში 9 წელია, ხანდაზმულთა პანსიონატი მაქვს გახსნილი ხურვალეთში, ცხვირწინ დამიდიან რუსები. 20% კი არა, მთელი საქართველოა დღეს ოკუპირებული"- თქვა მან.