სახ.დეპი: "ოცნებამ" EU-სთან მჭიდრო კავშირების შესაძლებლობა უარყო და კრემლის წინაშე საქართველო უფრო დაუცველი გახადა

30.11.24 23:35
სახ.დეპი: "ოცნებამ" EU-სთან მჭიდრო კავშირების შესაძლებლობა უარყო და კრემლის წინაშე საქართველო უფრო დაუცველი გახადა

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებით, "ქართულმა ოცნებამ" ევროპასთან მჭიდრო კავშირების შესაძლებლობა უარყო და კრემლის წინაშე საქართველო უფრო დაუცველი გახადა - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებაშია საუბარი, რომელიც მედიას უკვე დაეგძავნა. 

ოფიციალური განაცხადებით,  "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ კონსტიტუციაში დაფიქსირებულ დაპირებას ეწინააღმდეგება. 

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებით, "ქართულმა ოცნებამ" ევროპასთან მჭიდრო კავშირების შესაძლებლობა უარყო და კრემლის წინაშე საქართველო უფრო დაუცველი გახადა.

ქართველი ხალხი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს მხარს უჭერს. ამერიკის შეერთებული შტატები სამართალდამცველების მიერ ქართველების წინააღმდეგ, რომლებიც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას, მათ შორის, მშვიდობიაბნი პროტესტის თავისუფლებას იყენებენ, არაპროპორციული ძალის გამოყენებას გმობს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მშვიდობიანი პროტესტი უზრუნველყონ. 

"ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა აშშ-საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, რომლებიც საერთო ღირებულებებსა და ვალდებულებებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას ეფუძნებოდა, დაარღვია. შედეგად, შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა ეს მექანიზმი.

ჩვენ საქართველოს მთავრობას კვლავ მოვუწოდებთ, დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას, გამჭვირვალედ გამოიძიოს საპარლამენტო არჩევნებში გამოვლენილი ყველა დარღვევა და გააუქმოს ანტიდემოკრატიული კანონები, რომლებიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.

მსგავსი სიახლეები