ჩვენს ქვეყანას გადამწყვეტი მომენტი უდგას - საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი აქციაზე მივიდა
საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, გოჩა ჯავახიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დგას.
როგორც დიპლომატმა "ტვ პირველს" განუცხადა, დღეს ქვეყანას უდგას გადამწყვეტი მომენტი.
- როცა ვხედავ ამ ახალგაზრდებს, რომლებიც საკუთარი მომავლით გულშეწუხებულები გამოდიან, როგორც მამა და როგორც უფროსი თაობის წარმომადგენელი, ვალდებულად ჩავთვალე მათთან ერთად ჩვენი ქვეყნის მომავალზე მეყვირა აქ, ერთგვარი ბრაზი გამომეხატა"- ამბობს ჯავახიშვილი.
დღევანდელი ვითარება უკვე გასცდა იმ ზომიერი აღშფოთების ფარგლებს და მხოლოდ სოციალურ ქსელებში გამოვხატოთ ჩვენი ბრაზი. ვფიქრობ, რომ ჩვენ ქვეყანას უდგას ძალიან გადამწყვეტი მომენტი. ვხედავ ამ ახალგაზრდებს, რომლებიც საკუთარი მომავლით გულშეწუხებულები გამოდიან, როგორც მამა და როგორც უფროსი თაობის წარმომადგენელი, ერთგვარად ჩემ ვალად ჩავთვალე, რომ ამ ახალგაზრდებს, რომლებმაც ჩვენ გასაკეთებელს და ჩვენ საზიდ ტვირთს შეუდგეს მხრები, ელემენტარულად მათთან თანადგომა მინდოდა, მათთან ერთად ჩვენი ქვეყნის მომავალზე მეყვირა აქ, ერთგვარი ბრაზი გამომეხატა.
რომ ვხედავ უამრავი ადამიანია გამოსული, ქუჩებში ტევა არ არის, ვფიქრობ, როგორ შეიძლება პოლიტიკოსმა ამ ზღვა ადამიანს, ამ ოკეანე ემოციას ანგარიში არ გაუწიოს და არ დაინტერესდეს, რატომ არის, საიდან მოდის ეს ბრაზი? ეს ხომ არ არის შემთხვევითი, ან სოციალურ რაიმე შეღავათს ხომ არ ითხოვს ეს ახალგაზრდობა. ახალგაზრდობას უნდა, რომ საკუთარი ბედი გადაწყვეტილებაში მიიღოს მონაწილეობა. ძალიან მიხარია, რომ ჩემი კოლეგები,მეგობრები,რომლებმაც ვეღარ გაუძლეს უკვე ამ ემოციურ ფონს, მიიღეს გადაწყვეტილება და თანამდებობა დატოვეს, - განაცხადა გოჩა ჯავახიშვილმა.
დიპლომატმა კიდევ ერთთხელ აღნიშნა, რომ ქვეყნის გადარჩენაზე დიდი საქმე არ არსებობს:
მეც დიდხანს გადადგომამდე ვამბობდი, რომ მთავარია ჩემი საქმე გავაკეთო ჩემი პროფესიული თავმოყვარეობიდან გამომდინარე და დღეს, უკვე ვფიქრობ, რაღაა ჩვენი საქმე, რა დარჩა ჩვენი გასაკეთებელი. ვთქვი, რომ იმ ხალხთან არაფერი მაქვს სათქმელი, რომელიც ამ პოლიტიკას უჭერს მხარს და რომელიც ერთგვარ სეირივით უყურებს იმას, რაც ხდება და როგორი ძალადობით უსწორდებიან ახალგაზრდებს, ძირს დავარდნილ ახალგაზრდებს, იმათ აზრს მაინც ვერ შევაცვლევინებ, მაგრამ მე საუბარი მქონდა იმ ადამიანებზე, იმ საჯარო მოხელეებზე, იმ დიპლომატებზე, რომლებმაც კარგად იციან, გააჩნიათ უნარი, რომ წარსულის გაკვეთილებიდან, დღევანდელი სიტუაციის და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე გამოიტანონ დასკვნა“