როგორ უნდა გამოვიდეს საქართველო პოლიტიკური კრიზისიდან? - რასა იუკნევიჩიენე ნაბიჯებს ასახელებს
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოს პრეზიდენტს, ოპოზიციურ სპექტრს, "ქართულ ოცნებას" და სამოქალაქო საზოგადოებას ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ნაბიჯებზე საუბრობს.
გავლენიანი ევროპარლამენტარი ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეს კონსტიტუციის ღალატში ადანაშაულებს და იმ პირველად ქმედებებს ასახელებს, რომელიც საქართველოს რთული პოლიტიკური ვითარებიდან თავის დაღწევაში დაეხმარება.
რასა იუკნევიჩიენე ფიქრობს, რომ პირველ რიგში, საჭიროა "ქართულმა ოცნებამ" სპეცრაზმის მხრიდან ძალადობრივი ქმედებები შეაჩეროს და თანამდებობიდან როგორც პრემიერ-მინისტრი, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგნენ.
ამის შემდეგ კი, ევროპარლამენტარის აზრით, მომდევნო სამი თვის განმავლობაში ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს და ეროვნული ტექნიკური მთავრობა უნდა შეიქმნას, რომელსაც სათავეში სალომე ზურაბიშვილი ჩაუდგება.
რასა იუკნევიჩიენე ხაზს უსვამს, რომ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, ვახტანგ გომელაურს და ყველამ იმ პირს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სასტიკ დანაშაულებზე, ინდივიდუალური სანქციები უნდა დაუწესდეს.
როგორც ევროპული ღირებულებების ჭეშმარიტი მორწმუნე და დემოკრატიული საქართველოს მეგობარი, არ შემიძლია ჩუმად ვუყურო იმას, რაც ახლა საქართველოში ხდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და საქართველოს ერთადერთმა ოლიგარქმა, ბიძინა ივანიშვილმა, მოახერხეს სახელმწიფოს დაპყრობა და ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისის შექმნა. კრიზისი შეიქმნა, რადგან მათ საქართველოს ევროპულ გზას, კონსტიტუციას უღალატეს და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს. ეს ყველაფერი არ მიზანმიმართული ქცევაა, ან სისულელის გამო აკეთებენ.
კრემლი ბედნიერია. ყველა პასუხისმგებელმა ქართველმა, თუნდაც მმართველმა პარტიამ, ოპოზიციამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილმა და დემოკრატიული-ევროპული საქართველოს მეგობრებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის თაობაზე.
პირველი ნაბიჯები უნდა იყოს:
- საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს პოლიციისა და სპეცრაზმის მხრიდან ძალადობრივი ქმედებები.
- პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური დაუყოვნებლივ უნდა გადადგნენ.
- უნდა ჩამოყალიბდეს ეროვნული დროებითი ტექნიკური მთავრობა, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი უხელმძღვანელებს.
- ევროკავშირის ხელმძღვანელობით უნდა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება ჟურნალისტების, ოპოზიციისა და მომიტინგეების მიმართ სისასტიკით ჩადენილი დანაშაულების შესახებ.
- ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, ვახტანგ გომელაურს და ყველამ იმ პირს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სასტიკ დანაშაულებზე.
- ქართული პოლიტიკური პარტიები უნდა შეთანხმდნენ ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მომდევნო 3 თვეში ჩატარებაზე, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობიდან დემოკრატიული პარტნიორები დააორგანიზებენ.
- საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ, ეროვნული ტექნიკური მთავრობის ფორმირებისთვის პოლიტიკური მზაობა უნდა გამოითქვას.
- საერთაშორისო პარტნიორები და ევროკავშირის წარმომადგენლები ქართულ პოლიტიკურ ძალებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის მოლაპარაკებების წარმართვაში უნდა დაეხმაროს, რათა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის შესახებ შეთანხმება მიღწეულ იქნას.