ჯაფარიძე: როდესაც ქვეყანა დგება რუსეთის, ირანის, "ჰამასის", "ჰეზბოლას" გვერდით, გასაგებია, რომ აშშ ვეღარ გააგრძელებდა ურთიერთობის იმ დონეს, რომელიც ჰქონდა

30.11.24 23:50
ჯაფარიძე: როდესაც ქვეყანა დგება რუსეთის, ირანის, "ჰამასის", "ჰეზბოლას" გვერდით, გასაგებია, რომ აშშ ვეღარ გააგრძელებდა ურთიერთობის იმ დონეს, რომელიც ჰქონდა

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე  ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებას "ტვ პირველთან" ეხმაურება. 

"როდესაც ქვეყანა დგება ვენესუელას, ნიკარაგუას, რუსეთის, ირანის, "ჰამასის" და "ჰეზბოლას" გვერდით, გასაგებია, რომ აშშ ვეღარ გააგრძელებდა ჩვენთან ურთიერთობის იმ დონეს, რომელიც ჰქონდა - როგორ კი მოვიგებთ ამ ბრძოლას, ყველაფერს სწრაფად დავიბრუნებთ" - ასეთია ჯაფარიძის შეფასება. 

"ძალიან სამწუხარო ამბავია, მაგრამ მოსალოდნელი იმ რეალობაში, რაშიც ჩვენ ვართ. როდესაც ქვეყანა დგება ვენესუელას, ნიკარაგუას, რუსეთის, ირანის, "ჰამასის" და "ჰეზბოლას" გვერდით, ხომ გასაგებია, რომ აშშ ვეღარ გააგრძელებდა ურთიერთობის იმ დონეს, რომელიც ჩვენთა ჰქონდა. მაგრამ ნუ, ჩვენ ვართ ისეთ სიტუაციაში, როცა მანამ, სანამ ყველაფერი გაუმჯობესდება, ყველაფერი გაუარესდება. ახლა ყველაფერი გაუარესდება ამერიკასთანაც, დასავლეთთანაც და როგორ კი მოვიგებთ ამ ბრძოლას, ყველაფერს სწრაფად დავიბრუნებთ," - განაცხადა ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები