დღეს მასიური საპროტესტო აქციები მასობრივ სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში გადაიზარდა - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე წერს, რომ "მასიური საპროტესტო აქციები მასობრივ სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში გადაიზარდა".
დღეს მასიური საპროტესტო აქციები გადაიზარდა მასობრივ სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში: საჯარო სამსახური, ცენტრალური ბანკი, სამინისტროები, დიპლომატიური კორპუსი, მსხვილი ბანკები, დიდი კორპორაციები, კულტურული დაწესებულებები, უნივერსიტეტები, საზოგადოებრივი ტელევიზია." - წერს სალომე ზურაბიშვილი.