მამუკა ხაზარაძე: მოვითხოვოთ რუსული მთავრობის გადადგომა, უკან დასახევი გზა მოჭრილია

30.11.24 23:59
მამუკა ხაზარაძე: მოვითხოვოთ რუსული მთავრობის გადადგომა, უკან დასახევი გზა მოჭრილია

ივანიშვილმა და მისმა რუსულმა ოცნებამ კრემლის დავალება პირნათლად შეასრულა, საქართველო სრულ იზოლაციაში მოახვედრა - კოალიცია "ძლიერი საქართველოს"  ლიდერი, მამუკა ხაზარაძე  ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებას ეხმაურება. 

მისი თქმით, "ყველა მოქალაქის და პატრიოტის ვალია, წინ აღუდგეს ამ რეჟიმს და სრული დაუმორჩილებლობა გამოუცხადოს კრემლის მარიონეტულ მთავრობას".

აშშ-მ შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან.

ბიძინა ივანიშვილმა და მისმა რუსულმა ოცნებამ კრემლის დავალება პირნათლად შეასრულა, საქართველო სრულ იზოლაციაში მოახვედრა.

ყველა მოქალაქის და პატრიოტის ვალია, წინ აღუდგეს ამ რეჟიმს და სრული დაუმორჩილებლობა გამოუცხადოს კრემლის მარიონეტულ მთავრობას.

მოვითხოვოთ რუსული მთავრობის გადადგომა, უკან დასახევი გზა მოჭრილია.

დაინიშნოს ახალი არჩევნები!

მხოლოდ წინ გამარჯვებისკენ! - აღნიშნავს ხაზარაძე. 

მსგავსი სიახლეები