არცერთი წამი არ უნდა დავიხიოთ უკან! - გიორგი ვაშაძე

01.12.24 00:04
არცერთი წამი არ უნდა დავიხიოთ უკან! - გიორგი ვაშაძე

აშშ-ის მიერ სტრატეგიული პარტნიორობის შეერებას უმძიმესი გადაწყვეტილებას უწოდებს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე. 

მისი თქმით, ხალხის ერთიანობაზეა ახლა ყველაფერი დამოკიდებული.

სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია და ეს არის უმძიმესი გადაწყვეტილება, ამიტომ ჩვენ ერთად დგომით უნდა გავიტანოთ ეს გამარჯვება ბოლომდე. ხალხის ერთიანობაზეა ახლა ყველაფერი დამოკიდებული. არც ერთი წამი უკან არ უნდა დავიხიოთ. დღეს ოპოზიციამ საერთო განცხადება გავაკეთეთ, პრეზიდენტთან ერთად სპეციალური საბჭოც იქნება, ასე რომ, წინ უნდა წავიდეთ გამარჯვებისკენ. დარწმუნებული ვარ, ისევე როგორც სხვა საჯარო სექტორში, პოლიციაშიც სერიოზული ჩამოშლა იქნება სულ მალე," - განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები