ანდრიუს კუბილიუსი: საქართველო დატყვევებულია ოლიგარქიული, კრემლის მომხრე ძალების მიერ
საქართველო დატყვევებულია ოლიგარქიული, კრემლის მომხრე ძალების მიერ - ამის შესახებ ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი შეფასებით, ეს ძალები ცდილობენ დათრგუნონ ქართველი ხალხის ნება და გადაუხვიონ ევროპულ გზას
საქართველო დატყვევებულია ოლიგარქიული, კრემლის მომხრე ძალების მიერ, რომლებიც ცდილობენ დათრგუნონ ქართველი ხალხის ნება და გადაუხვიონ ევროპულ გზას. ქართველი ხალხის კონსტიტუციური ნების ამგვარმა ღალატმა შექმნა ეს ღრმა პოლიტიკური კრიზისი“, - წერს კუბილიუსი.