რუსთაველზე დარბევა დაიწყო - აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს

01.12.24 00:45
რუსთაველზე დარბევა დაიწყო - აქციის  მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს

რუსთაველის გამზირზე, ჭიჭინაძის ქუჩაზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა - რამდენიმე წუთის წინ, სპეცრაზმმა აქციის  მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა.

გდდ-ის თანამშრომლები ისვრიან ე.წ. გაზის კაფსულებს და უშვებენ ცრემლსადენ გაზს. 

პროტესტის მონაწილეები დანებებას და დაშლას არ აპირებენ. პირიქით, მოქალაქეები ჭავლის წინ ცეკვავენ და  მღერიან.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე წყლის ჭავლის წინ ხატით დგას.

 

რუსთაველის გამზირზე ისევ ბევრი ადამიანია. 

ფოტო: რადიოთავისუფლება

მსგავსი სიახლეები