სპეცრაზმელები პარლამენტის შენობაში გამაგრდნენ - ფანჯრიდან უშვებენ წყლის ჭავლს
სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს პარლამენტის შიდა ტერიტორიიდან, მათ შორის სამზარეულოდან იყენებენ.
ჩამსხვრეულია ფანჯრები და არსებული ინფორმაციით, პარლამენტის აპარატის თანამშრომლების სამუშაო ოთახებში გდდ-ის თანამშრომლები გადაადგილდებიან.
რაც შეეხება უშუალოდ ჭიჭინაძის ქუჩას, ბოლო რამდენიმე წუთში მომიტინგეების მისამართით წყლის გაშვება რამდენჯერმე მოხდა. საპოლიციო ძალები ისვრიან ე.წ. გაზის კაფსულებსაც.
თავის მხრივ, აქციის მონაწილეების მხრიდან სპეცრაზმის მისამართით ისმის შეძახილები: „მონებო“. აქციის მონაწილეების ნაწილს ხელში ხატები უჭირავს.
ადგილზე საპოლიციო ძალებთან ერთად მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადებიც.