აქციის მონაწილეებს, რომლებმაც თავი ქაშვეთის ეკლესიას შეააფარეს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ
მძიმე ვითარებაა რუსთაველის გამზირზე - მას შემდეგ რაც სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა, დემონსტრანტების ნაწილს პირველადი დახმარება სჭირდებათ.
მომიტინგეებს სუნთქვის პრობლემები აღენიშნებათ. არსებული ინფორმაციით, გაზის ბალონი ისროლეს ქაშვეთის ეკლესიის ეზოშიც.
რაც შეეხება რუსთაველის გამზირზე არსებულ ვითარებას იქ ცრემლსადენი გაზი კიდევ ერთხელ გაუშვეს. აქციის მონაწილეთა ნაწილს სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. ამბობენ, რომ სუნთქვის პრობლემები აღენიშნებათ, რამდენიმე მათგანს გონების კარგვის ეპიზოდიც ჰქონდა.
საპოლიციო ძალებმა ადგილზე რამდენიმე პირი უკვე დააკავეს.