ლუკ კოფი: "ქართული ოცნება" ქართული კოშმარი გახდა, ძლიერად იდექით ქართველებო

01.12.24 02:50
ლუკ კოფი: "ქართული ოცნება" ქართული კოშმარი გახდა, ძლიერად იდექით ქართველებო

ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ლუკ კოფი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვითარების ამსახველ ფოტოსურათს აქვეყნებს.

ლუკ კოფი პლატფორმა X-ზე წერს, რომ "ქართული ოცნება" ქართული კოშმარი გახდა.

ხედი პარლამენტის გარეთ. "ქართული ოცნება" ახლა ქართული კოშმარია. ძლიერად იდექით ქართველებო". - წერს ლუკ კოფი.

შეგახსენებთ, ამ წუთებში პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება. რუსთაველის გამზირზე ცრემლსადენი გაზი არაერთხელ გაუშვეს. აქციის მონაწილეთა ნაწილს სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. 

მსგავსი სიახლეები