გამოდით, რაც მეტი იქნებით, ვერავინ ვერაფერს გვიზამს - მომღერალი მებო ნუცუბიძე

01.12.24 02:58
 გამოდით, რაც მეტი იქნებით, ვერავინ ვერაფერს გვიზამს - მომღერალი მებო ნუცუბიძე

როგორ შეიძლება ამ ყველაფერს ვინმემ გულგრილად უყუროს?!  - მომღერალი ნებო ნუცუბიძე რუსთაველის გამზირზე, პროევროპული აქციის მონაწილეების გვერდით დგას. 

როგორც მან "ტვ პირველს" უთხრა, მისი მოტივაცია სამშობლოა, რომელიც დასაბრუნებელია:

წარმოუდგენელი რამ ხდება ახლა აქ, როგორ შეიძლება ამ ყველაფერს ვინმემ გულგრილად უყუროს?!  - ყველანი უნდა გამოხვიდეთ, კინაღამ გაგვჭყლიტეს. ვერ ვლაპარაკობ! გამოდით, არ შეიძლება ასე. ჩემი მოტივაცია, სამშობლო, საქართველოა. მე აქ გავიზარდე, მინდა ეს ქვეყანა ისევ ჩვენი იყოს. ყველანი გამოდით, რაც მეტი იქნებით, ვერავინ ვერაფერს გვიზამს. ცოტა გაზს ჩავყლაპავთ, მაგრამ ეს ამდენი ხალხი შეტრიალდება ყველა იქით მივაწვებით"- თქვა ნუცუბიძემ. 

ინტერვიუს მსვლელობისას გაზის კაფსულა "ტვ პირველის" გადამღები ჯგუფის მიმართულებით ისროლეს. 

 

 

მსგავსი სიახლეები