"მოლაპარაკებების ჩაშლაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას" - ჰადადი
ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი, ბენჟამინ ჰადადი ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩაშლაზე სრულ პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებს.
ბენჟამინ ჰადადი სოციალურ ქსელში წერს, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ "რეპრესიები უნდა შეწყდეს".
ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩაშლაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას.
ევროპელ პარტნიორებთან ერთად, საფრანგეთი გააგრძელებს მჭიდრო კავშირების შენარჩუნებას საქართველოს მოსახლეობასთან და მხარს უჭერს მის ევროპულ მისწრაფებებს.
ფუნდამენტური თავისუფლებები, პოლიტიკური პლურალიზმი და სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს დაცული. აქციის მონაწილეების რეპრესიები უნდა შეწყდეს." - წერს ბენჟამინ ჰადადი.