აქციის მონაწილეები: სახანძროს მანქანამ ხალხის დასარბევად განკუთვნილი წყალი დაცალა (ვიდეო)

01.12.24 03:09
აქციის მონაწილეები: სახანძროს მანქანამ ხალხის დასარბევად განკუთვნილი წყალი დაცალა (ვიდეო)

სახანძრო სამსახურის ბრიგადის თანამშრომლებმა დავალების შესრულებაზე უარი თქვეს და აქციის ეპიცენტრში განთავსებული სახანძრო მანქანიდან წყალი დემონსტრაციულად დაცალეს.

ცნობილია, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს სახანძრო მანქანით წყალი წყლის ჭავლის მანქანების მოსამარაგებლად მიჰქონდათ, რომლითაც აქციის მონაწილეებს უსწორდებიან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების აგადაწყვეტილებას ადგილზე შეკრებილები ტაშით  და ოვაციებით შეხვდნენ. 

"ეს სამოქალაქო გმირობაა" - ისმის ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება. 

"ყოჩაღ ბიჭებო, ეს სამოქალაქო გმირობაა, დაცალეს წყალი, რათა მომიტინგეების წინააღმდეგ არ გამოიყენონ ეს წყალი. სამოქალაქო, ეროვნული დაუმორჩილებლობა ძალაშია, ნელ-ნელა გადმოდიან. დაცალეს წყალი და არ ასრულებენ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც უნდა შეევსოთ ის მარაგები, რომლითაც ხალხს არბევენ" - ამბობს ვიდეოს ავტორი. 

 

მსგავსი სიახლეები