მომიტინგეებმა "ოცნების" ოფისიდან 41 ნომრიანი ბანერი ჩამოხსნეს, აღმართეს საქართველოსა და EU-ს დროშები
მოვლენათა ეპიცენტრი რუსთაველია - რამდენიმე წუთის წინ, აქციი მონაწილეებმა დედაქალაქის მთავარ გამზირზე მდებარე "ქართული ოცნების" ოფისის აივანზე განთავსებული საარჩევნო ბანერი ჩამოხიეს.
ადგილზე აღმართეს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
მომიტინგეებმა მმართველი პარტიის ოფისს კვერცხები დაუშინეს, დატოვეს წარწერები: "რუსებო", "მონებო".