ივანიშვილს სანქციები უახლოვდება - მოლოდინები აშშ-ის მხრიდან საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერების შემდეგ

01.12.24 04:47
ივანიშვილს სანქციები უახლოვდება - მოლოდინები აშშ-ის მხრიდან საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერების შემდეგ

"ივანიშვილის რეჟიმი იზოლაციაშია" - ასე აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი თორნიკე გორდაძე. 

როგორც დიპლომატმა "ტვ პირველისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, მოპარულ არჩევნებს არცერთი ცივილიზებული სახელმწიფო არ აღიარებს და დღითი დღე სულ უფრო და უფრო მწვავე გზავნილები მოდის როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ისე ევროკავშირისგან. 

" შტატებიდან კიდევ უფრო მძიმე გზავნილები ჩამოვა და ეს სხვათა შორის ეს ძალიან არის დამოკიდებული ამ აქციებზე, რომელიც ახლა საქართველოში მიმდინარეობს და რომელიც კვებავს სწორედ მათ რეაქციებს. თუ დააკვირდით, კრიტიკა არ იყო ისეთი მკაცრი, რასაც ვხედავთ მას შემდეგ, რაც გაძლიერდა პროტესტი. დასავლეთი ქართველი ხალხის სურვილს უწევს ანგარიშს. (ხედავს განწყობებს და შესაბამისად მოქმედებს)" - თქვა გორდაძემ. 

თორნიკე გორდაძე აღნიშნავს იმასაც, რომ "ოცნების" პროპაგანდა ჩავარდა, რომელიც თანახმადაც, ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ თითქოს ურთიერთობის დალაგება უნდა მომხდარიყო. 

დიპლომატი ტრამპის გუნდის მიერ გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს და აცხადებს, რომ ტრამპის თანაგუნდელის, ჯო ვილსონის ბიძინა ივანიშვილის მიმართ გაკეთებული შეფასება ბევრად მძიმეა, ვიდრე ამას ბაიდენის გუნდი აკეთებდა. 

თორნიკე გორდაძე შტატების მხრიდან საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შემდეგ ამბობს, რომ სანქციები ივანიშვილს და მის გარემოცვას კიდევ უფრო მიუახლოვდა. 

რაც დრო გადის, სანქციები უფრო უახლოვდება საქართველოში გადაწყვეტილების მიმღებ მთავარ პირს, ბიძინა ივანიშვილს. მას სანქციებს თითქმის არაფერი აშორებს, თავად ამერიკელებმა გაავრცელეს არჩევნებამდე განცხადება, რომ განსაკუთრებით არაფერი იცავდა სანქცირებისგან ბატონ ივანიუშვილს"- თქვა მან. 

ამასთან, დიპლომატმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესებიც შეაფასა და თქვა, რომ ახალ კომისიაში ბიძინა ივანიშვილს მოკავშირეები არ ჰყავს. 
 

მსგავსი სიახლეები