სპეცრაზმი მშვიდობიან მომიტინგეებს არბევს - მოქალაქეები რუსთაველს არ ტოვებენ
სპეცრაზმი მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს გაზის კაფსულებს ესვრის, ძალისმიერი მეთოდებით აკავებს, იყენებს წყლის ჭავლს, თუმცა დემონსტრანტები რუსთაველის გამზირზე უკან ბრუნდებიან.
მომიტინგეებს თავდაცვის მიზნით, რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა ლოკაციაზე აღმართული აქვთ ბარიკადები.
ამასთან, დაშავებული მომიტინგეებით სავსეა სასწრაფო დახმარების მანქანები.
რუსთაველის გამზირზე ვითარება პერიოდულად იძაბება. ხმაური მას შემდეგ იწყება, რაც სპეცრაზმის წარმომადგენლები დემონსტრანტების დაკავებას იწყებენ.