მძღოლების სოლიდარობა აქციის მონაწილეებს - ტაქსისტებმა სპეცრაზმს გზა ჩაუხერგეს
მძღოლები აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ - მას შემდეგ რაც, სპეციალური დანიშნულების რაზმმა ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე გამაგრებული აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო, რამდენიმე ტაქსის მძღოლმა "რუსთაველის მეტრის" მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალებს საკუთარი ავტომობილებით გზა ჩაუხერგა.
არიან ისეთი მძღოლებიც, რომლებიც სოლიდარობას სიგნალებით გამოხატავენ.
სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლა 07:00 საათზე ისევ დაიწყო. საპოლიციო ძალებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი, ასევე, ისვრიან ე.წ. გაზის კაფსულებსაც. მიმდინარეობს დაკავებებიც. რობოკოპები ამ წუთებში რესპუბლიკის მოედნზე განთავსდნენ.
