ივანიშვილს დათმობაზე წასვლას მხოლოდ ქართველი ხალხი აიძულებს, მას სხვა მუხრუჭი არ აქვს - გიორგი ბაჩიაშვილი
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც ამ წუთებში ჭავჭავაძის გამზირზე აქციაზე იყოფება, ამბობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას ხალხის არ ესმის და პარალელურ რეალობას ქმნის. მისი თქმით, ივანიშვილს დათმობაზე წასვლას მხოლოდ ქართველი ხალხი აიძულებს, რადგან სხვა მუხრუჭი მას არ აქვს.
სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ბოლო რამდენიმე წელია იზოლაციაშია, საკუთარ ხალხთან არის იზოლაციაში. არ უნდათ რეალობის დანახვა, ხალხის პრობლემები რა არის და რა უნდა საქართველოს მოსახლეობას, იმ დონეზე, რომ შექმნეს ეს პარალელური რეალობა. „იმედზე“ ახლაც რომ გადართოთ, ნახავთ, როგორ კარგად მიდის ყველაფერი და როგორ ყვავის ქვეყანა და არანაირი მოკლევადიანი ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც შეიძლება, რუსეთიდან თავის ომს გამოქცეული ლტოლვილებით, მაგით დროებით გაზრდილ ეკონომიკას გვახვევენ თავზე, როგორც ქვეყნის აყვავებას. ერთადერთი, ივანიშვილს დათმობას აიძულებს ხალხი. ივანიშვილი მივა იქამდე, სადამდეც მიუშვებს ხალხი, იმიტომ, რომ მეტი მას თავისი შინაგანი მუხრუჭი არ აქვს, - ამბობს გიორგი ბაჩიაშვილი.
პროტესტის ეპიცენტრი ამ წუთებში მელიქიშვილის გამზირია, სადაც პროტესტის მონაწილეების რიცხვი საათობრივად იზრდება. ახალგაზრდები ამბობენ, რომ ორმაგი შემართებით არიან და პროტესტისთვის ისევ მზად არიან. საღამოს 19:00 საათზე შეკრებილები უკვე პარლამენტთან გადაინაცვლებენ.