"ოცნებას" ქვეყანა ბელარუსის გზაზე მიჰყავს - იალოვეცი

01.12.24 14:11
"ოცნებას" ქვეყანა ბელარუსის გზაზე მიჰყავს - იალოვეცი

აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვეცი პირდაპირ ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ბელარუსის გზას ადგას. დიპლომატის თქმით, თუ მოვლენები ასე გაგრძელდა, ქვეყანა იზოლაციაში მოექცევა. ამის შესახებ მან "ამერიკი ხმასთან" ისაუბრა. 

ბელარუსში ელჩობისას თავად ვიხილე ის ნაბიჯი, როგორ დაამყარა ავტორიტარული დიქტატურა ლუკაშენკომ. ჩამოიშორა თავისუფლად არჩეული პარლამენტი, ყველა მოსამართლე მასზე დამოკიდებული გახადა, უზრუნველყო, რომ მაღალი რანგის სამხედრო პირების მისი მიმდევრები ყოფილიყვნენ. ეს არის ნაწილი ავტორიტარიზმისკენ მიმავალი გზის. მე არ ვამბობ, რომ საქართველო ბელარუსია, მაგრამ როცა ვუყურებთ ბოლო რამდენიმე წლის განვითარებებს, აშკარაა, რომ ეს არის მოდელი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ცდილობს, გაჰყვეს. საქართველო ჯერ აქ არ არის, მაგრამ ამ მიმართულებით მიდის. ვფიქრობ, მომდევნო წლების განმავლობაში საქართველო იზოლირებული იქნება და ეს მოვლენების ძალიან სევდიანი განვითარებაა, - ამბობს კენეტ იალოვეცი. 

საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე.  მმართველი გუნდი ასევე უარს ამბობს ევროკავშირისგან ყოველგვარ ფინანსურ დახმარებაზეც. ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს გააკეთა, რასაც ქართველი ხალხის მასშტაბური პროტესტი მოყვა.  

მსგავსი სიახლეები