ვხედავთ ძალის გადამეტებულ გამოყენებას, რაც სრულიად გაუმართლებელია ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში - ჰერბსტი

01.12.24 14:22
ვხედავთ ძალის გადამეტებულ გამოყენებას, რაც სრულიად გაუმართლებელია ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში - ჰერბსტი

"ატლანტიკური საბჭოს" წევრი ჯონ ჰერბსტი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს "ტრაგიკულს" უწოდებს. ამის შესახებ მან "ამერიკის ხმასთან" ისაუბრა. ამერიკელი მაღალჩინოსანი "ქართულ ოცნებას" დემონსტრანტების დევნის და ცემის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ მსგავსი ქმედებები მიუღებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. ის ასევე ყურადღებას ჟურნალისტებზე ანგარიშსწორების ფაქტებზეც ამახვილებს და ამბობს, რომ ეს საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ამერიკამ კონკრეტული და მკაცრი ნაბიჯები გადადგას. 

ეს ტრაგიკული სიტუაციაა, ჩანს, დევნიან დემონსტრანტებს, რომლებიც გავიდნენ არც თუ დამაჯერებელი საპარლამენტო არჩევნების წინააღმდეგ და ვხედავთ ძალის გადამეტებულ გამოყენებას, რაც სრულიად გაუმართლებელია ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში. ვხედავთ ჟურნალისტების ცემას ქუჩაში. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომ უნდა გადავდგათ კონკრეტული და მკაცრი ნაბიჯები, - ამბობს ჯონ ჰერბსტი. 

საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე.  მმართველი გუნდი ასევე უარს ამბობს ევროკავშირისგან ყოველგვარ ფინანსურ დახმარებაზეც. ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს გააკეთა, რასაც ქართველი ხალხის მასშტაბური პროტესტი მოჰყვა, ხელისუფლება კი უკვე სამი დღეა დემონსტრანტებს ძალოვანებს უპირისპირებს, რომლებიც მათ სასტიკად უსწორდებიან. 

მსგავსი სიახლეები