აღფრთოავნებულები ვართ ქართველი ხალხის გამბედაობით - მაია სანდუ
მოლდოვა აღფრთოვანებულია ქართველი ხალხის გამბედაობით, რომელიც მათ დემოკრატიისა და ევროპული გზის დაცვაში გამოავლინეს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ წერს. სანდუ აღნიშნავს, რომ მათი ქვეყანა ქართველ ხალხს დემოკრატიისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში სოლიდარობას უცხადებს.
ახლახანს ვესაუბრე სალომე ზურაბიშვილს. მოლდოვა სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და აღფრთოვანებულია მათი გამბედაობით, დემოკრატიისა და ევროპული გზის დაცვაში. მოლდოვა და ქართველები იზიარებენ იგივე მისწრაფებას, რომელიც ევროკავშირში მშვიდობიან და აყვავებულ მომავალს გულისხმობს, - წერს მაია სანდუ.