თანამდებობა ბოლოდროინდელი მოვლენების გამო დავტოვე - თეიმურაზ ჯანჯალია პრემიერს პასუხობს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ირაკლი კობახიძეს პასუხობს - თეიმურაზ ჯანჯალია წერს, რომ „ზოგიერთი მაღალი რანგის თანამდებობის პირი” მის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს.
ექს მაღალჩინოსანი პირდაპირ ამბობს, რომ თანამდებობა ბოლოდროინდელი მოვლენების გამო დავტოვა:
ნამდვილად სამწუხაროა, რომ ზოგიერთი პირი, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები, არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ ჩემს ქმედებებს და ავრცელებენ დეზინფორმაციას.
მინდა, გავიმეორო, რომ ჩემი გადაწყვეტილება განპირობებული იყო ბოლოდროინდელი მოვლენებით. ამ საკითხის ნებისმიერი სახით მანიპულირების თუ დამახინჯების მცდელობა მხოლოდ ხელს შეუწყობს მათ მიმართ პატივისცემის ძირის გამოთხრას, რომელიც ამას აკეთებს.
მე ვაფასებ დროს, რომელიც გავატარე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. პატივი იყო, მემუშავა თავდადებული პროფესიონალების შესანიშნავ გუნდთან. ძალიან ვამაყობ ჩვენი ერთობლივი წვლილით.
მე კვლავ მჯერა, რომ ჩვენი კოლექტიური ძალისხმევით მივაღწევთ ნამდვილი ევროპული საქართველოს ხილვას, სადაც მომავალი თაობები ევროპული ოჯახის შემადგენლობაში იცხოვრებენ”. - წერს თეიმურაზ ჯანჯალია.
თეიმურაზ ჯანჯალიამ პოსტი გუშინ, 30 ნოემბერს დატოვა.
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თეიმურაზ ჯანჯალიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება„ქართულმა ოცნებამ” მიიღო.