“საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია. მხარს ვუჭერთ მათ ევროპულ გზაზე“ - ნაუსედა
ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა. საუბრის შემდეგ ნაუსედამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი ძალადობა დაგმო.
ლიეტუვას პრეზიდენტმა ასევე შეშფოთება გამოთქვა ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებას ეხება.
“ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასა და დემოკრატიულ პრინციპებს“, - დაწერა ნაუსედამ.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის დროს, ღრმა შეშფოთება გამოვთქვი საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებების გამო, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებას ეხება. ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასა და დემოკრატიულ პრინციპებს. საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია. ქართველ ხალხს მხარს ვუჭერთ მათ ევროპულ გზაზე", - წერს ნაუსედა X-ზე.