ათონელის სასახლეში პრეზიდენტთან შეხვედრაზე "ოცნების" ყოფილი ლიდერებიც გამოჩნდნენ
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სალომე ზუაბიშვილის ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრის კადრები გაავრცელა. ირკვევა, რომ შეხვედრას საგარეო საქმეტა ყოფილი მინისტრი პაპუნა ჯანელიძეც ესწრებოდა. კადრებში ჩანს პრეზიდენტის ძმა, ოთარ ზურაბიშვილიც და კინრეჟისორი ლანა ღოღობიერძე.
შეგახსენებთ, რომ ათონელის სასახლეში პრეზიდენტის და პროდასავლური ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა. სალომე ზურაბიშვილმა მათ საგზაო რუკა წარმოუდგინა, თუ როგორ უნდა დააღწიოს ქვეყანამ თავი პოლიტიკურ კრიზისს.
მოგვიანებით პრეზიდენტმა სპეციალური განცხადება გაავრცელა.