პრეზიდენტი აქციის დაკავებული მონაწილეებისთვის ფონდს ქმნის

01.12.24 21:48
პრეზიდენტი აქციის დაკავებული მონაწილეებისთვის ფონდს ქმნის

საქართველოს პრეზიდენტი თვლის, რომ აუცილებელია სპეციალური ფონდის შექმნა, რომელიც აქციის დაკავებულ მონაწილეებს მოხმარდება.

განცხადება სალომე ზურაბიშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ოპოზიციური პარტიების ლიდერებს და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. 

სამოქალაქო პროტესტი უნდა დარჩეს ისეთი, როგორც არის. არ სჭირდება პოლიტიკური პარტიების ჩარევა, მაგრამ სჭირდება მხარდაჭერა და დაცვა. სამართლებრივი დაცვა სჭირდებათ დაკავებულ ადამიანებს.

მათი დაცვა, ასევე, იმაში მდგომარეობს, რომ შეიძლება ძალიან მალე საჭირო იყოს რამე ფონდის შექმნა. დღეს, ჯერ კიდევ არის იმის საშუალებები, რესურსები სხვადასხვა არასამთავრობოებიდან იმისთვის, რომ ჯარიმები დაფარული იყოს, მაგრამ შეიძლება დადგეს მომენტი, როცა დიდი საზოგადოებრივი ძალისხმევა იყოს იმისთვის საჭირო, რომ ფონდი შეიქმნას და ამ ადამიანებს დავეხმაროთ. დახმარება კიდევ სხვა რამეში გამოიხატება, ჩვენ დავიცვათ ისინი პროვოკაციებისგან"- განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, როგორც ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, აქციაზე იმყოფებიან სუს-ის წარმომადგენლებიც.

მინდა პირდაპირ ვთქვა, ჯერ ერთი, თქვენს შორის, ვინც ქუჩაში გამოდიხართ, შეიძლება სუს-ის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც პროვოკაციებს ეწევიან, მათ მიმართ სიფრთხილეა საჭირო, მაგრამ მე ამას ვერ გასწავლით, მაგრამ მე შემიძლია იმაზე გაგაფრთხილოთ, რომ მე რამდენიმე გზავნილი მომივიდა სხვადასხვა ფორმით, რომელიც იმას ეხება, ვითომც, უკრაინიდან ქართველი სამხედროები ემზადებიან, ან ჩამოსულები არიან იმისთვის, რომ ჩაერთონ, როგორც სამხედროები ამ პროტესტში, ეს პირდაპირი პროვოკაციაა, ასეთი რამ არ ხდება, არავინ დაიჯეროთ ამას, რადგან ეს პირდაპირ მიმართულია პროტესტის წინააღმდეგ, ეს არის ის, რაც ყველაზე უფრო აწუხებს მმართველ პარტიას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები