EU-ს კარი ღია რჩება. ევროკავშირის გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების ხელშია - ლაიენი

02.12.24 01:25
EU-ს კარი ღია რჩება. ევროკავშირის გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების ხელშია - ლაიენი

საქართველოს მთავრობის ევროკავშირისგან დაშორების გამო წუხილს გამოთქვამს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. მისი თქმით,  ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდითაა.

"ვწუხვართ საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირისა და მისი ღირებულებებისგან დაშორების გამო.

ევროკავშირი დგას ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით.

ევროკავშირის კარი ღია რჩება.

საქართველოს დაბრუნება ევროკავშირის გზაზე საქართველოს ხელისუფლების ხელშია",- წერს ლაიენი X-ზე.

მსგავსი სიახლეები