ჭიჭინაძის ქუჩაზე წყლის ჭავლი გაუშვეს - არსებობს ეჭვი, რომ წყალში ქიმიური ნივთიერებაა გარეული

01.12.24 22:29
ჭიჭინაძის ქუჩაზე წყლის ჭავლი გაუშვეს - არსებობს ეჭვი, რომ წყალში ქიმიური ნივთიერებაა გარეული

რუსთაველზე, ჭიჭინაძის ქუჩაზე სიტუაცია დაიძაბა - როგორებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი. "პირველების" კორესპონდენტის ცნობით, ადგილზე გაისროლეს გაზის კაფსულები. 

ჩიტაძის ქუჩაზე სამართალდამცავები სპეცდანიშნულების რაზმმა რამდენიმე წუთის წინ ჩაანაცვლა. 

წყლის ჭავლის გამოყენებით პარლამენტის შენობის წინა ტერიტორიასაც აქციის მონაწილეებისგან ასუფთავებენ.

არსებობს ეჭვი, რომ წყალში ქინიური ნივთიერებაა გარეული, რადგან დაშავებულებს უჭირთ სუნთქვა და ეწვით კანი. 

დარბევის მიუხედავად, ხალხი პარლამენტთან უკან ბრუნდება. 

მსგავსი სიახლეები